Help Center

საჭირო ინფორმაცია

1რა პროცედურებია საჭირო საქართველოში მშენებარე სახლში ბინის შესაძენად?
ბინის ყიდვა მშენებარე სახლში. 1. ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების გაფომება სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას (გამყიდველსა) და მყიდველს შორის. 2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით თანხის შემოტანა. 3. საკუთრების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. ბინის შეძენისას მშენებარე სახლში – ფორმდება ორი ხელშეკრულება ერთი წინასწარი და მეორე საბოლაო. წინასწარი ხელშეკრულება მოიცავს: - კომპანიის ვალდებულება ჩაბარდეს სახლი მითითებულ ვადებში და მდგომარეობაში, რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში ( კედლების განლაგებით, ფანჯრების, კარების და ა.შ.) - მხარეების ვალდებულები არიან სამომავლოდ საბოლაო ხელშეკრულება გააფორმონ. -წინასწარი ხელშეკრულების ხელის მოწერიდან საბოლაო ხელშეკრულების გაფორმებამდე მყიდველი ირეგისტრირებს ბინას როგორ სამომავლო მფლობელი. -საბოლაო ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის ორივე მხარემ უნდა შეასრულოს თავიანით მოვალეობები: კომპანია ააშენებს და ჩააბარებს სახლს კონტრაქტში მითითებულ ვადებში და მდგომარეობაში. მყიდველი ვალდებულია დაფაროს ბინის ღირებულება ბოლომდე. -ამის შემდეგ მოხდება ბინის შეძენის ხელშეკრულების დარეგისტრირება მყიდველის მიერ საჯარო რეესტრში როგორც საკუთრების. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები: 1. განცხადება (ელექტრონული ვარიანტი განცხადების მიმღები ოპერატორისთვის). 2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 3. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. 4. მშენებლობის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ელექტრონული ვერსია) 5. მთლიანი სახლის გეგმა სართულების ბინების განლაგების მიხედვით. 6. ბინის გეგმა. 7. დამადასტურებელი ქვითარი საჯარო რეესტრიში რეგისტრაციის ღირებულების. (რეგისტრაციის მომსახურების გადახდა შესაძლებელია ადგილზე საჯარო რეესტრში) იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ ნდობით აჭურვილი პირი დაინტერესებული პირის, მაშინ საჭიროა წარმოადგინოთ მინდობილობა დამოწმებული ნოტარიუსის მიერ და თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. ბინის შეძენა ახალ აშენებულ სახლში 1. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმდება სამშენებლო დეველოპერულ კომპანიას (გამყიდველსა) და მყიდველს შორის. 2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით თანხის შემოტანა. 3. საკუთრების დადასტურება საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები: 1. განცხადება (ელექტრონული ვარიანტი განცხადების მიმღები ოპერატორისთვის). 2. პირადობის დამადასტურებელი მოწმონის ასლი. 3.სახლის ექსპლატაციაში შესვლის დამადასტურებელი საბუთი (ელექტრონული ვერსია) 4. ბინის გეგმა. 5. დამადასტურებელი ქვითარი საჯარო რეესტრიში რეგისტრაციის ღირებულების. (რეგისტრაციის მომსახურების გადახდა შესაძლებელია ადგილზე საჯარო რეესტრში) იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ ნდობით აჭურვილი პირი დაინტერესებული პირის, მაშინ საჭიროა წარმოადგინოთ მინდობილობა დამოწმებული ნოტარიუსის მიერ და თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
2რა ღირს საჯარო რეესტრის გაფორმების მომსახურება?
გაფორმების ღირებულება და ვადები საჯარო რეესტრში: 4 სამუშაო დღე (არ ითვლება განაცხადის შეტანის დღე) -50 ლარი 1 სამუშაო დღე (არ ითვლება განაცხადის შეტანის დღე) -150 ლარი ხელშეკრულების შეტანის დღეს გაფორმება – 200 ლარი
3შეუძლია თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბინის შეძენა საქართველოში?
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის მოქალაქეები იქნებიამ შეუძლიათ უძრავი ქონების შეიძენა საქართველოში.
4რა სახის საბუთები ჭირდება უცხო ქვეყნის მოქალაქეს უძრავი ქონების შეაძენად?
უძრავი ქონების შეძენის ხელშეკრულების გასაფაფორმებლად საჭიროა თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავ ქონებაში გადასახდელი თანხა.
5რომელ ენაზე ფორმდება ხელშეკრულება?
ბინის ყიდვის ხელშეკრულება ფორმდება 2-ენაზე სქართველოს სახელმწიფო ენაზე ქართულად და მყიდველის ენაზე. ორივე ეგზემპლარს აქვს იურიდიული ძალა, ორივე მხარის ხელის მოწერის შემდეგ, ასევე ხელშეკრულების ინდენტურობაში პასუხისმგებელი თარჯიმნის. თარჯიმნიშ მონაცემები ინახება საჯაროო რეესტრში ხელშეკრულებასთან ერთად.
6რა საბუთებია საჭირო ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ბინის საყიდლად?
ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ბინის საყიდლად საჭიროა მინდობილობა, ნოტარიუსის მიერ დამოწმებული, ნდობით აღჭურვილი პირის პირადობის მოწმობის ასლი, ასევე მინდობილობის გამფორმებელი ნოტარიუსის საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, E-MAIL) რეგისტრაციის წინ საჯარო რეესტრის თანამშრომლებლებს უნდა ქონდეთ საშვალება დაუკავშირდენ ნოტარიუს და გადაამოწმონ საბუთის უტყუარობა.
7როგორი პირობები გაქვთ ბინის ყიდვის თქვენს კომპანიაში?
გადახდის ვარიანტები: 1. 100% გადახდის შემთხვევაში – ბინის ღირებულების მთლიანი თანხა შემოგაქვთ კონტრაქტის ხელის მოწერის დღიდან 10- დღის ვადაში. 2. ჩვენ ვაკეთებთ შიდა უპროცენტო განვადებას ყოველგვარი შემოსავლების დადასტურების გარეშე მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძვლეზე. 3. განვადების შემთხვევაში: პირველადი შემოსატანი ბინის მთლიანი ღირებულების 30% -ია დარჩენილი თანხა გადაგინაწილდებათ იმდენ თვეზე რამდენიც ბინის მშენებლობისთვის არის მითითებული. ( შესაძლებელია დარჩენილი თანხის კვარტალური გადახდაც). 4.ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალური გადახდის პირობებს.
8რა ღირს კომუნალური გადასახადები საქართველოში?
- წყალი 1 ტონა ~ 0,9 USD - ნაგავი (თვიური გადასახადი ერთ ადამინზე) ~ 1,50 USD - გაზი 1 კუბურ მეტრზე ~ 0,30 USD - ელექტრო ენერგია 1 კილოვატზე ~ 0,10 USD
9რა არის «თეთრი» და «შავი კარკასი»?
თეთრი კარკასი - იგულისხმება შენობა რომლშიც იატაკი მოჭიმულია, ფანჯრები, რკინის შესასვლელი კარი, შიდა ტიხრები თქვენი პროექტისამებრ ამოყვანილი და შელესილი. წყლის და კანალიზაციის ძირითადი ვერტიკალური დგარები ბინაში შეყვანილი. ბევრი სამშენებლო კომპანიების ასევე შედის “თეთრი კარკასი” მიერ გაყვანილი ცენტრალური გათბობის მილები, სატელეფონო ხაზები, საკაბელო ტელევიზიით და ინტერნეტით. უპირატესობები: თეთრი კარკასის ყიდვისას თქვენ, დაზოგავთ დრო და ძალისხმევას შავ სამუშაოებზე. შავი კარკასი - იგულისხმება ბინაში შესასვლელი რკინის კარი, მეტალოპლასტმასის კარფანჯარა, კომუნიკაცია მიყვანილი კარებამდე. უპირატესობა: დაბალი ფასი.
ვერ იპოვე პასუხი რასაც ეძებდი?

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ