ჩვენ შესახებ

 

ჩვენ შესახებ

საინვესტიციო დეველოპერული კომპანია ათორი დაარსდა 2012 წელს.კომპანიას საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია. ისტორიულად ათორი ორიენტირებულია ცენტრალურ უბნებში პრეიუმ კლასის საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე , თუმცა იწყებს ბიზნესისთვის განკუთვნილ უძრავი ქონების ბაზარზე შესვლას და ელიტარული,მრავალფუნქციური - ათორი თაუერის მშენებლობას,რომელიც  იქნება კომპანიის არსებული მიღწევების დაგვირგვინება.

ჩვენი მიდგომა

კომპანია ათორის წარმატების საიდულმო სამ ღირებულებას ეყრდნობა. ეს ღირებულებებია:

  • კლიენტის კმაყოფილება;
  • მშენებლობის ხარისხი;
  • მშენებლობის სისწრაფე.

მთავარი ღირებულება კლიენტის კმაყოფილებაა. ათორი კლიენტს განიხილავს როგორც პარტნიორს, რომელსაც კომპანიის მიერ შექმნილ სამეზობლოს განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს.

ათორი კლიენტებს სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ  დაგეგმარებას,  ექსტერიერისა და ინტერიერის ლამაზ დიზაინს და მათი სურვილის მიხედვით არჩევანს : შავ და თეთრ კარკასსა და დასრულებულ რემონტს შორის.

მშენებლობის ხარისხი. ათორის მიერ აშენებული კორპუსები გამოირჩევა კონსტრუქციის მედეგობით და ენერგოეფექტურობით,რაც გამოწვეულია მაღალი სტანდარტის სამშენებლო მასალის გამოყენებით.

სამშენებლო მასალად ათორი იყენებს მსოფლიოში აღიარებული ბრენდების პროდუქციას.მათ შორის : - ქართულ ბაზარზე საუკეთესო თბოსაიზოლაციო თვისებებით გამორჩეულ ბედეგის იზობლოკს. მისი გამოყენება დაახლოებით 30% -ით ამცირებს სახლის ენერგო-დანახარჯებს.

ამას გარდა, ათორი მშენებლობებში იყენებს მსოფლიოში ცნობილი ბრენდის ArcelorMittal -ის არმატურას,რომელიც გამოირჩევა სიმტკიცით,სიმკვრივით და ჟანგის მიმართ მდგრადობით.

ასევე - უმაღლესი ხარისხის ხის -ციმბირული „ლარიქსის“ - კარ-ფანჯარა,ენერგოეფექტური მინა-პაკეტით. მისი გამოყენება სახლის ენერგო-დანახარჯებს დაახლოებით 30% -ით ამცირებს. ასევე ეფექტურია შემომავალი ხმაურის შესამცირებლად.

მშენებლობების ხარისხის გარანტიაა ასევე - ჰაიდელბერგის 400-იანი მარკის ცემენტი.

მშენებლობის სისწრაფე : ყველა პროექტი დასრულდა წინასწარ გამოცხადებულ ვადებში,ეს კიდევ ერთი მიზეზია, რისთვისაც ათორი კლენტების ნდობას იმსახურებს.

ჯილდოები

2018 წელს - საინვესტიციო დეველოპერული კომპანია ათორს ნაციონალური ბიზნეს - რეიტინგების კავშირის მიერ  , 2016-2017 წლების შედეგების მიხედვით მიენიჭა შემდეგი რეიტინგი:

  • რეიტინგი ოქრო საქართველოს საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით "ჯამური ადგილი";
  • რეიტინგიოქროთბილისისსაწარმოებსშორისფინანსურ-სამეურნეოსაქმიანობისმიხედვით "ჯამურიადგილი".

2017 წელს EBRD-ის მიერ საინვესტიციო დეველოპერულ კომპანია ათორი დასახელდა ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიად მშენებლობის მაღალი ხარისხისა და ენერგოეფექტურობის მიხედვით.